რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

სოჭში პირველი მართლმადიდებლური კურორტი გახსნეს

სოჭი
newinform.com

ქალაქ სოჭის ადმინისტრაცია პირველი მართლმადიდებლური კურორტის, «Лесное»-ს, გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ადმინისტრაციის თქმით, კურორტის მიზანი მომლოცველებისთვის ხელის შეწყობა და რეგიონის ისტორიის პოპულარიზაციაა.

ტურისტული კლასტერი ორ დასასვენებელ ბაზას და საფეხმავლო ტურისტულ მარშრუტს მოიცავს. კურორტი დამსვენებლებს სთავაზობს ექსკურსიებს წმინდა გიორგის ტაძარში, ასევე შუასაუკუნოვანი ქრისტიანული ტაძრების "Храм Лесное 1" , "Храм Лесное 2"-სა და კრიონ-ნერონის ტაძრების ნანგრევებზე.

სოჭის ადმინისტრაციის თქმით, კომპლექსი აგრძელებს კრასნოდარის მხარეში მართლმადიდებლური ტურიზმის განვითარებას. დღეს რეგიონში მოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეკატერინოდარსკისა და კუბანის ეპარქიის მომლოცველობის ცენტრის მიერ შემუშავებული 11 მსგავსი ტური.

კომენტარები