გამოცდების ეროვნული ცენტრი

Naec: ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება

0 კომენტარი
ფოტო: infos.ge

ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

განათლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაცემების დამუშავება ამჟამად მიმდინარეობს.

"ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ გამოქვეყნდება 25 აგვისტოსთვის. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ სმს-სს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად დამატებით იღებდნენ დამუშავების პროცესში მყოფ ინფორმაციასაც", - ნათქვამია განათლების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი საათის წინ აბიტურიენტები სმს-ის გაგზავნით იღებდნენ ინფორმაციას, უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და დაფინანსების შესახებ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა გააკეთა განცხადება, რომ ინფორმაცია, ჩარიცხვების შესახებ 25 აგვისტოს გამოქვეყნდება და აბიტურიენტებმა სმს-ის გაგზავნით დამუშავების პროცესში მყოფი ინფორმაცია მიიღეს, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ ქულებისა და ჩარიცხვს შესახებ ინფორმაციის სმს-ით მიღების საფასური 50 თეთრია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები