თბილისის ექვს რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

Reuters

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდის, გლდანის, ისნის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფ. დიღმის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 13 საათამდე - ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II და III კვარტლების და ნუცუბიძის პლატოს III და IV მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიანის, ირაკლი აბაშიძის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, არაყიშვილის, ტიციან ტაბიძის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის, ჩახრუხაძის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, გლდანის მასივის I და V მიკრორაიონების, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 11 საათიდან 12 საათამდე - სოფ. გლდანის, მუხიანის I, II, III, IV-ა და IV-ბ მიკრორაიონების, ავშნის, გობრონიძის, შენგელაიას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ახმეტის, ივერიელის, კასპის, დოესის, უბილავას, ზურაბიშვილის, კობარეთის, ნოსირის, ლეხ კაჩინსკის და თელავის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რატევანის, ნაგომარის, დავით გარეჯელის, მუხრანის, გლინკას, ჩარგლის, გუდამაყრის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 13 საათიდან 14 საათამდე - ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, IV და V კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, რომელაშვილის, ფირცხალავას, ავშნის, ნიჟარაძის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები