მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში მიწისძვრას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

იტალიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა. 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით, დღეს 03:36-ზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პერუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ამატრიჩეში დაფიქსირდა.

ამატრიჩეს მერის თქმით, სტიქიის შედეგად „ქალაქის ნახევარი განადგურებულია", მოწყვეტილია საავტომობილო გზები, ხოლო მეწყრის შედეგად ხიდის ჩამონგრევის საშიშროებაც არსებობს.

დაღუპულთაგან 4 ნანგრევების ქვეშ, ქალაქ აკუმოლიში იპოვეს, 2 კი ქალაქ პესკარასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში.

La Repubblica-ს ცნობით, მიწისძვრამ დედაქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირხეოდა.

კომენტარები