თურქეთი-ISIS

თურქეთმა ISIS-ის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

AFP

თურქეთმა ISIS-ის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ათობით თურქულმა ტანკმა ჩრდილოეთ სირიის საზღვარი უკვე გადაკვეთა.

თურქული სამხედრო სამსახურების ცნობით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ იარაბულუსში ISIS-ის მიერ დაკავებული 70 პოზიცია თურქულმა არტილერიამ და სარაკეტო სისტემებმა გაანადგურეს, 12 კი - საჰაერო თავდასხმებით აიღეს. ქალაქში შესულია თურქული ჯარების სპეცდანიშნულების დანაყოფებიც.

პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, სამხედრო ოპერაცია როგორც ISIS-ის, ასევე ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ არის მიმართული. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ კი აცხადებს, რომ თურქეთი მაქსიმალურად ეცდება, ISIS-ის წინაღმდეგ ოპერაცია წარმატებით ჩატარდეს.

ოპერაციის კოდური სახელწოდებაა - ევფრატის დაცვა.

თურქული მედიის ცნობით, სამხედროები ქალაქ მარეასა და იარაბულუსთან 90- და 40-კილომეტრიან უსაფრთხო ზონებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შექმნიან.

უკანასკნელი ტერაქტი თურქეთში გასულ შაბათს, ქალაქ გაზიანთეფში ქორწილის დროს მოხდა, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები