არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: 9 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი ქალი გვეყოლება, 9 მუზა წარვადგინე

ტაბულა

რესპუბლიკურმა პარტიამ ცხრა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად ქალები წარადგინა. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ქალთა როლი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, რის გამოც პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

"ალბათ იცით, რომ ჩვენი სლოგანია - გავთავისუფლდეთ, მოძველებული აზროვნებისგან, სტერეოტიპებისგან. ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ ქალის ადგილი არ არის პოლიტიკაში, რაც არასწორია. ჩვენი ლოზუნგია - ბევრი ქალი პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, მეტ სიმტკიცეს, მეტ სოლიდარობას, მეტ მშვიდობას, მრავალფეროვნებას და კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის. მეტი რესპუბლიკელი ქალი პოლიტიკაში. აპოლონის მდგომარეობაში ვარ, 9 მუზა წარმოვადგინე დღეს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა კანდიდატების წარდგენისას.

ბათუმის 69-ე ოლქში კენჭს რესპუბლიკური პარტიიდან ხათუნა სამნიძე იყრის. ფოთის 61-ე ოლქში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი ლელა ებრალიძე იქნება, ოზურგეთის 59-ე ოლქში - ნინო გოგუაძე, ქუთაისის 48-ე ოლქში - ნატო ქათამაძე, ზესტაფონის 54-ე ოლქში - თინა ხიდაშელი, ხაშურის 43-ე ოლქში - ირინა გელაშვილი, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის 38-ე ოლქში - ლია როინიშვილი, საბურთალოს მე-4 ოლქში თამარ ხიდაშელი, ხოლო მთაწმინდის პირველ ოლქში - თამარ კორძაია.

კომენტარები