აქტივისტების დაკავება

ბასილაია: ფოთში ენმ-ის აქტივისტების დაკავების გამო სარჩელი შევიტანეთ

ტაბულა

ენმ-ის ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის ბექა ბასილაიას თქმით, ნაციონალური მოძრაობის აქტივიტების დაკავების გამო სარჩელი შეიტანა.

"სარჩელი შევიტანეთ ფოთის საქალაქო სამმართველოში და ფოთის რაიონულ პროკურატურაში. ასლები გავაგზავნეთ სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, მთავარ პროკურატურაში და სუს-ში", - უთხრა ბასილაიამ ტაბულას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ენმ-ის აქტივისტები ფოთში დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სენაკში გადაიყვანეს. ალექსანდრე ადამიას და მიხეილ ლუხავას ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდათ. ისინი 12 საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში. ბექა ბასილაიას თქმით, დაკავებულ ალექსანდრე ადამიას, რომელმაც უარი განაცხადა ბიოლოგიური მასალის გაცემაზე, სამართალდამცველები საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას არ აძლევდნენ.

ენმ-ის აქტივისტები გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს.

კომენტარები