ავარია ქუთაისში

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ცეცხლი ოპელის მარკის ავტომობილს გაუჩნდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ტაბულას ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, პატრული, სახანძრო.

კომენტარები