თბილისის ექვს რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

Reuters

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, ისნის, საბურთალოს, ჩუღურეთის, ვაკის და სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟღენტის, კოდალოს, ზედაუბნის, კალიუჟინის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, დობროლუბოვის, სართანიას და ვასილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდების მოედნის, ალადაშვილის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, III და IV კვარტლების, ამაშუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ცაიშის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, ცხვედაძის, ფალიაშვილის, ტაბიძის, აბაშიძის, რაზმაძის, მუხაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, დარიალის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ნაკადულის, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ოცხელის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ნავთლუღის მეორე დასახლების III, IV, V და VI ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები