მცოცავი ოკუპაცია

მოსავლის ასაღებად ზემო სობისის მცხოვრებლებს რუსმა ოკუპანტებმა 5 საათი მისცეს

radiotavisupleba.ge

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო სობისის მიწიდან ჩილინდრიშვილების ოჯახს რუსმა ოკუპანტებმა მოსავლის ასაღებად 5-საათიანი ვადა მისცეს. ქერის მოსავლის აღების უფლებაზე შეთანხმებას ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით, ცხელი ხაზის საშუალებით მიაღწია. 

მოსავლის აღების პროცესს ე.წ. რუსი მესაზღვრეები აკვირდებოდნენ. ჩილინდრიშვილების ყანა ახალი მავთულხლართების გავლების შედეგად საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

"ტერიტორიას გავათავისუფლებთ და ჩვენი ქართული მიწა-წყალი დარჩება ოკუპირებულ მხარეს. აღარ გვექნება მიწის დამუშავების უფლება", - ამბობს შალვა ჩილინდრიშვილი.

ამ ყანიდან გუშინ რუსულმა კომბაინმა 2 ჰა ქერის მოსავალი წაიღო.

კომენტარები