კრიმინალი

გორში ახალგაზრდა მამაკაცი ბასრი იარაღით დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გორში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შიგანან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.

როგორც ტაბულას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობა ბასრი იარაღით მიაყენეს და ახლა ის გორის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა ახალბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

კომენტარები