დისკრიმინაცია

ტურისტები ამბობენ, რომ თოფაძის რესტორანი ევროპელობის გამო დაატოვებინეს

რესტორანი სტეფანწმინდა

პოლონელი ტურისტებისა და მათი გიდის თქმით, სტეფანწმინდაში, დეპუტატ გოგი თოფაძის კუთვნილ რესტორანში მათ მომსახურებაზე ევროპული წარმომავლობის გამო უთხრეს უარი.

18 პოლონელი ტურისტის გიდი, ლალი დუდეკი რუსთავი 2-თან საუბარში რესტორან "სტეფანწმინდაში" მომხდარს იხსენებს: "გვითხრეს, გთხოვთ დატოვოთ რესტორანიო. მეხუმრები შვილო თქო? ვკითხე. არა, ქალბატონო, გთხოვთ გაბრძანდეთ და გაიყვანოთ თქვენი ჯგუფიო. გაიცინა, ევროპელებს არ ვემსახურებითო".

გოგი თოფაძე მომხდარს უარყოფს, რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას მან თქვა: "ოღონდ ტურისტი მივიდეს, რას ლაპარაკობთ“.

კომენტარები