მიწისძვრა იტალიაში

იტალიის დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

AP

იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 267-მდე გაიზარდა, 400-ზე მეტი კი დაშავებულია.

დაზარალებულ რეგიონებში 5000-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

იტალიის პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ, დანგრეული ქალაქების რეკონსტრუქციისთვის, ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა.

6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 03:36-ზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 100 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

 

კომენტარები