ბოლივია

ბოლივიაში გაფიცულმა მაღაროელებმა შს მინისტრის მოადგილე მოკლეს

AP

ბოლივიაში გაფიცულმა მაღაროელებმა შს მინისტრის მოადგილე, როდოლფო ილანესი გაიტაცეს და მოკლეს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლოს რომეომ განაცხადა. მისივე თქმით, ილანესი სასტიკი ფიზიკური ძალადობით მოკლეს.

ამ დროისათვის შს მინისტრის მოადგილის ცხედარი ნაპოვნი არ არის. დაკავებულია 100-ზე მეტი მაღაროელი.

ბოლივიაში მაღაროელები უკვე კვირაზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავენ და გადაკეტილი აქვთ გზა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამ პერიოდის განმავლობაში შეტაკება მოხდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის, რასაც ორი მაღაროელი ემსხვერპლა.

კომენტარები