არჩევნები 2016

ბურჭულაძის მიერ ცესკოში შეტანილ განაცხადში ბლოკის წევრად გირჩი არ წერია

ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკებად რეგისტრაციაზე განაცხადების შეტანის ვადა დღეს ამოიწურა. დღეს განაცხადი უწყებაში პლატფორმამ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" შეიტანა. მიმართვაში გაერთიანებაში შემავალ სუბიექტებად ბურჭულაძის პარტიის გარდა, გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეებია". ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი განაცხადში არ წერია. ამის შესახებ ტაბულას ცესკოში უთხრეს.

ტაბულა "გირჩის" წევრებსა და პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. 

დაარეგისტრირებს თუ არა ცესკო ბურჭულაძის გაერთიანებას, ხვალ გაირკვევა. რეგისტრაციის ვადა სწორედ ხვალ იწურება.

კომენტარები