არჩევნები 2016

მეგრელიშვილი: არ ვიცი, განაცხადში გირჩი სუბიექტად რატომ არ წერია

ტაბულა

იმის გასარკვევად, რატომ არ წერია პაატა ბურჭულაძის პლატფორმის ცესკოში შეტანილ განაცხადში ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, ტაბულა პარტიის წევრს ვახტანგ მეგრელიშვილს დაუკავშირდა. მეგრელიშვილს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისი მოსაზრებით, შესაძლოა, გაურკვევლობაა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკებად რეგისტრაციაზე განაცხადების შეტანის ვადა დღეს ამოიწურა. განაცხადში ბლოკის სუბიექტებად ბურჭულაძის პარტიის გარდა, გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეებია" წერია.

დაარეგისტრირებს თუ არა ცესკო ბურჭულაძის გაერთიანებას, ხვალ გაირკვევა. რეგისტრაციის ვადა სწორედ ხვალ იწურება.

კომენტარები