ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი და სალომე სამადაშვილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტ დევიდ მაკალისტერსა და პარტიის საერთაშორისო მდივან პატრიკ ვოლერს შეხვდნენ.
ენმ-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და წინასაარჩევნო გარემო შეფასეს.
"დევიდ მაკალისტერმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მხარდაჭერა გამოუცხადა" - აცხადებს ენმ.