შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას პარიზის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული აზიზ მ. დააკავეს.

აზიზ მ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 221-6, 223-6 და 434-10 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს: კანონის საფუძველზე ან რეგლამენტით მიღებული უსაფრთხოების დაცვის ნორმების აშკარა დარღვევით გაუფრთხილებლობით მკვლელობას, გემის კაპიტნის გაქცევისა და განსაცდელში მყოფთათვის დახმარების არაღმოჩენის ფაქტს.

შსს-ს ცნობით, აზიზ მ.-ს მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები