საკონსტიტუციო საასამართლო

საკონსტიტუციო: ირაკლი კობახიძე არ ერიდება სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას

0 კომენტარი
საკონსტიტუციო სასამართლო ფოტო: რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებები ფაქტობრივად მცდარი და მადისკრედიტირებელია. საკონსტიციოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი არ ერიდება სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას.

"ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად დანიშნა ე.წ. უგულავა-კაბელების სხდომა. სხდომის ჩანიშვნის შესახებ კონსულტაციები შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ მოსამართლეებს შორის. ბატონი კობახიძე შეუძლებელია კანონიერად ფლობდეს ასეთ ინფორმაციას. ამდენად, გაუგებარია, საიდან შეიძლება იცოდეს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა ერთპიროვნულად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, თუ მოსამართლეებთან კონსულტაციის შედეგად? აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი არ ერიდება სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას.

ბ-ნმა კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკურად მოტივირებულ, ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა. მოვუწოდებთ ბ-ნ კობახიძეს, დაასახელოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, მისი აზრით, იყო დაუსაბუთებელი და ემსახურებოდა ხელისუფლების ინტერესებს. ბ-ნმა კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ 2012 წლამდე მიღებული გადაწყვეტილებების ნახევარზე მეტი მიღებულია მოსარჩელეთა სასარგებლოდ (და, შესაბამისად, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ).

საღ აზრს მოკლებულია ბ-ნი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაზრდილი რაოდენობა მიანიშნებს სასამართლოს პოლიტიზირებაზე. აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელების რაოდენობა გასამმაგდა, შესაბამისად, გაიზარდა მათი განხილვა/გადაწყვეტის ტემპიც და მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობაც" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

შეფახსენებთ, რომ გიგი უგულავას და ე.წ კაბელების საქმის კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა 1 სექტემბერს, 15:00-ზე-ა ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2 აგვისტოს უნდა განეხილა. სხდომა კვორუმის არარსების გამო გადაიდო, რადგან ცხრა მოსამართლიდან სასამართლოში მხოლოდ ოთხი მივიდა. მოსამართლეების ნაწილმა სხდომაზე არმისვლის მიზეზად, დიპლომატებთან შეხვედრა დაასახელა. ამასთან, მათი მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი კი აცხადებდა, რომ მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეების განხილვაში მონაწილეობას ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე არ მიიღებდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მოსამართლეები გამოკითხა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ყველა მოსამართლე უარყოფს მათზე ზეწოლის ფაქტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები