თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეუწყდება

Reuters

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II და IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების X მიკრორაიონის III კვარტლის, ასევე რომელაშვილის, ქსნის, არბოს, ავშნის და ანაპის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3-ის II მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, ნიშნიანიძის, ბერძნის, ნადიკვრის, კალანდაძის, თორთლაძის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ხერხეულიძის, ლაგოდეხის, წურწუმიას, სევანის, ფაღავას, ალიხანიანის, ბოჭორმის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები