მესტიის აეროპორტი

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ტერმინალი სექტემბრიდან

აეროპორტის ინტერიერის მოდელი
facebook.com/economypr

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი სექტემბრის ბოლოდან მგზავრებს განახლებული სახით მოემსახურება. აეროპორტის ოპერატორმა სახელმწიფო შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" აეროპორტის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, ცვლილება შეეხო აეროპორტის როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე მის ტერმინალსა და ინტერიერს. აშენდა აეროპორტის ახალი შემოვლითი გზა, აეროპორტის პერიმეტრი სრულად შეიღობა, გარემონტდა ტერმინალის შენობის მინის ფასადი და სხვა. სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსათვის იგეგმება.

თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტის რენდერი:


ფოტო: facebook.com/economypr


ფოტო: facebook.com/economypr


ფოტო: travelsurfrepeat.com

მესტიის აეროპორტის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. აეროპორტი საკმაოდ მკაცრ კლიმატურ პირობებში ოპერირებს, ამიტომაც გასული წლების მანძილზე მისი ფასადი და შიდა სისტემები (გათბობა/გაგრილება) გაცვდა.

კომენტარები