არჩევნები 2016

პლატფორმამ "სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკურმა პლატფორმამ - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. 

ქუთაისის N1 ოლქში გაერთიანების კანდიდატი იქნება - ამირან ხვადაგიანი, ქუთაისის N2 ოლქში - თემურ ცამციშვილი, ხოლო ქუთაისის N3 ოლქში - ზვიად ბაღდავაძე;

ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პლატფორმას გურამ ჩალაგაშვილი წარადგენს, ხობში - კახაბერ ნადარაია, ხოლო მარტვილსა და აბაშაში - დავით თოფურია.

წალენჯიხა-ჩხოროწყუში "მოძრაობა ხალხისთვის" კანდიდატი გიორგი ხარჩილავა იქნება, ფოთი-ოზურგეთში - კოტე კემულარია, სამტრედიაში - პაატა მანჯგალაძე, ზუგდიდში - ვახტანგ ცხადაია, თერჯოლა-ტყიბულში - ირაკლი გვენეტაძე, ზესტაფონში - ნიკა ქავთარაძე, ზუგდიდის მეორე ოლქში კი, ბესარიონ თოდუა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თელავი-ყვარლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მწერალმა ვახტანგ მოსიაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მოსიაშვილის განმარტებით, კანდიდატურის მოხსნის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა გარკვეული ცვლილებები, რის გამოც "პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო". ის აღარ უხელმძღვანელებს გირჩის თელავის ოფისსაც, თუმცა, ამბობს, რომ პარტიის რიგით წევრად დარჩება.

შეგახსენებთ, რომ პლატფორმა "პაატა ბურჭულაძე მოძრაობა ხალხისთვის" გირჩის, ახალი მემარჯვენეების, გიორგი ვაშაძის და თავად პაატა ბურჭულაძის პარტიების გაერთიანებაა.

კომენტარები