ჯინ უაილდერი

ჯინ უაილდერი გარდაიცვალა

AP

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ჯინ უაილდერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.

ორ გზის ოსკაროსანი მსახიობი, 1989 წლიდან არაჰოჯკინის ლიმფომას (სისხლის კიბოს ტიპი, რომელიც ყველა ლიმფომას მოიცავს გარდა ჰოჯკინის ლიმფომისა) ებრძოდა.

უაილდერს განსაკუთრებული პოპულარობა ვილი ვონკას პერსონაჟმა მოუტანა 1971 წელს გამოსული ფილმიდან "ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა". 

კომენტარები