გერმანია

ფრანკფურტის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

DPA

Bild-ის ცნობით, გერმანიაში ფრანკფურტის აეროპორტის ორ (A და A+) ტერმინალში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც გამოცემა წერს, პოლიციამ მგზავრებს შენობის დატოვება აფეთქების საფრთხის გამო სთხოვა.

აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, განგაშის მიზეზი ის გახდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მგზავრმა, დაცვის შემოწმების გარეშე შეღწევა შეძლო.

გავრცელებული ცნობებით, ამ დროისათვის ყველა ფრენა გადაიდო და ჯერჯერობით უცნობია აღდგება თუ არა დღის ბოლომდე აეროპორტის მუშაობა.

კომენტარები