მთის კანონი

სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებებში პენსია 216 ლარი გახდება

მაღალმთიანი რაჭა
georgia.travel

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პენსიისა და სოციალური პაკეტების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. შესაბამისად, სექტემბრიდან პენსია 180-ის ნაცვლად 216 ლარი გახდება, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის კი სოციალური დახმარება 216 ლარი იქნება. აგვისტოს მდგომარეობით მთის კანონის სიაში შესულ დასახლებებში 42 ათასი პენსიონერი, 10 ათასი კი სხვა სახის სოციალური დამხარების მიმღები პირი ცხოვრობს. 

კითხვაზე, თუ რა დაუჯდება ბიუჯეტს 52 ათასი პირისთვის სოციალური დახმარების ზრდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ ეს თვეში 1.8 მილიონი ლარი იქნება.

სექტემბრიდან სახელფასო დანამატებს მიიღებენ მაღალმთიან დაწესებულებებში მომუშავე ექიმები და ექთნები. ჯამში 950 ექიმი 360-ლარიან სახელფასო დანამატს, ექთნები კი 180-ლარიან დანამატს მიიღებენ. 

საქართველოს მთავრობა "მაღალმთიანეთში მოსახლეობის დაბრუნების პოლიტიკას აწარმოებს". ამ მიზნის მისაღწევად 2015 წელს პარლამენტმა ეგრეთ წოდებული მთის კანონი მიიღო, რომლის შედეგადაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე ტერიტორიაზე გაიზარდა სოციალური დახმარებების მოცულობა და იქ მოქმედი ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდა.

კომენტარები