ე.წ. კაბელების საქმე

ადვოკატი კაბელების საქმეზე: ომბუდსმენის დასკვნით, ბრალდება არაკონსტიტუციურია

სოსო ბარათაშვილი
პორტალი "კვირა"

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატების განცხადებით, სახალხო დამცველმა საქმის გარემოებები დეტალურად შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა მოამზადა. როგორც ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, ომბუდსმენის დასკვნით, 5 პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება არაკონსტიტუციურია.

"დასკვნაში წერია: სსკ-ის 182-ე მუხლი ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედების დასადგენად აუცილებელი ელემენტის საკმარისი სიზუსტით განუსაზღვრელობის გამო იძლევა მისი არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეხუთე პუნქტით გარანტირებულ უფლებას.

ე.ი. სახალხო დამცველი პირდაპირ ასკვნის, რომ ის, რაც წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოა.

დასკვნაში განხილულია, რომ აუცილებელია ანგარებითი მიზნის არსებობა გაფლანგვის მუხლის შემადგენლობისათვის. ფაქტობრივად, დასტურდება, რომ ეს ადამიანები არ წარმოადგენდნენ ამ ქმედების სუბიექტს და ის, რაც მათ ედებათ ბრალად, საერთოდ არ არის საქმეში", - ამბობს ბარათაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გაფლანგვის მუხლის კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება.

თავდაცის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. მათ 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

კომენტარები