თბილისის მერია

პარტიზან მებაღეებს სასამართლომ მერიასთან კარვის გაშლის უფლება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიზან მებაღეებს მერიასთან კარვის გაშლის უფლება მისცა. ისინი უწყებასთან კარავს დღეს გაშლიან.

ამასთან, თბილისის მერიაში დღეს შეხვედრა იმართება, რასაც, უწყების მოთხოვნით, პარტიზანული მებაღეობის ერთი წარმომადგენელი უნდა დაესწროს. მოძრაობას კი სურს, შეხვედრაზე 5 წევრი დაუშვან.

თბილისის მერიასთან კარვის გაშლაში პარტიზან მებაღეებს ხელს უწყების წარმომადგენლები უშლიდნენ. მოძრაობა კი ამტკიცებდა, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება ირღვეოდა.

პარტიზანი მებაღეები ყაზბეგის გამზირზე ჯანსაღი ხეების ჭრას აპროტესტებენ. ისინი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის გათავისუფლებას და მთლიანად სამსახურის სტრუქტურის ცვლილებას მოითხოვენ. მოძრაობის წევრებმა უწყებასთან 10 დღე იშიმშილეს, თუმცა, მერიისგან ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები