ბრაზილია

ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტ დილმა რუსეფის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

Reuters

ბრაზილიაში მემარცხენე მუშათა პარტიის 13-წლიანი მმართველობა დასრულდა. პრეზიდენტ დილმა რუსეფის წინააღმდეგ, ბრაზილიის მემარჯვენე ოპოზიციური ძალების მიერ მაისში დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა გუშინ დასრულდა. ბრაზილიის სენატის 61-მა წევრმა 20-ის წინააღმდეგ მხარი რუსეფის იმპიჩმენტს დაუჭირა.

რუსეფის პოსტს არჩევნებამდე, მემარჯვენე-ცენტრისტი მიშელ ტემერი დაიკავებს. ტემერი 2011 წლიდან ბრაზილიის ვიცეპრეზიდენტი იყო, 2016 წლის მაისიდან კი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიაში 2019 წლის 1 იანვარს გაიმართება.

რუსეფის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მისმა ოპონენტებმა ის 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებასა და ბიუჯეტის დეფიციტის ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულეს. ოპონენტთა თქმით, 2014 წელს, როცა რუსეფმა მეორე ვადით იყარა კენჭი, არჩევნებამდე მან საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა პოპულისტური სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად.

დილმა რუსეფი მომხდარს ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ შურისძიებას უწოდებს და ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები