აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ახალი ერთეულები დაუმატა

Reuters

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ახალი ერთეულები დაუმატა. ამჯერად სიაში მოხვდნენ როგორც Gazprom-ის შვილობილი კომპანიები და 11 ყირიმელი მაღალჩინოსანი, ასევე 7 კომპანია, რომელიც ჩართულია ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაში.

3.2-მილიარდიანი ხიდის მშენებლობა ქერჩის სრუტეზე ვლადიმირ პუტინმა წამოიწყო. იგი ამ პროექტს "ისტორიულს" უწოდებს. აღნიშნული ხიდი მოიაზრება, ყირიმის რუსეთთან როგორც სიმბოლურად, ასევე ეკონომიკურად დამაკავშირებლად.

ცნობისათვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დასავლეთმა 2014 წელს დააწესა, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა და მისი ანექსირება მოახდინა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნული სანქციები 2017 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები