ბრაზილია

ბრაზილიაში აქციები გრძელდება, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

Reuters

ბრაზილიის ქალაქ სან პაოლოში, რამდენიმე დღეა ახალი პრეზიდენტის მიშელ ტემერის საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება.

გუშინ აქცია, პოლიციასთან დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციები ბრაზილიის სენატის მიერ, დილმა რუსეფის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტის პოსტი მიშელ ტემერმა ოფიციალურად დაიკავა.

დემონსტრანტების აზრით, ტემერსა და მის მოკავშირეებს რუსეფის გადაყენება წინასწარ ჰქონდათ დაგეგმზილი და მიზანს კანონდარღვევებით მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს დილმა რუსეფის წინააღმდეგ ბრაზილიის მემარჯვენე ოპოზიციური ძალების მიერ მაისში დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა გუშინ დასრულდა. ბრაზილიის სენატის 61-მა წევრმა 20-ის წინააღმდეგ მხარი რუსეფის იმპიჩმენტს დაუჭირა.

კომენტარები