ახალ ზელანდიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ზღვაში 19 კილომეტრის სიღრმეზე ძლიერი ბიძგების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გისბორნიდან 169 კმ-ში იყო.
არსებობს, ცუნამის პოტენციური საფრთხე. რისკების შეფასება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ხელისუფლებამ სანაპიროებზე მცხოვრები ხალხი გააფრთხილა, რომ მაღალმთიან ადგილებში წავიდნენ.
მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ადგილობრივების თქმით, დაზიანებებიც თითქმის არ ფიქსირდება.