ენგურჰესი

2017 წელს ენგურჰესი სამი კვირით შეწყვეტს ელექტროენერგიის გამომუშავებას

flickr.com/photos/ebrd

2017 წელს საქართველოს უმსხვილესი ჰიდრეოელექტროსადგური, ენგურჰესი სამი კვირით ელექტროენერგიის გამომუშავებას შეწყვეტს. სადგურის გაჩერების მიზეზი გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელებაა. 2018 წელს კი ენგურჰესი სამიდან ოთხ თვემდე პერიოდით გაჩერდება.

Galt & Taggart-ის ცნობით, ჰესზე გეგმური სარემონტო სამუშაოები საშუალოდ 10 წელში ერთხელ სრულდება. ენგურჰესი საქართველოს ენერგომომარაგების დიდ ნაწილს შეადგენს - სეზონურობის მიხედვით, თვეში 150 გვტ/სთ-დან (ჯამური მოხმარების 20%-მდე) 550 გვტ/სთ-მდე (50%+). ასევე, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება.

"იმ თვეებში, როდესაც ენგურჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეწყვეტს, აუცილებელი იქნება ელექტროენერგიის დეფიციტის სხვა გზით შევსება. 2016 წლის დასაწყისში, როდესაც წყლის ნაკლებობის გამო აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა, საქართველოს მთავრობამ შეთანხმების საფუძველზე რუსეთიდან შეღავათიან ფასად შემოიტანა ელექტროენერგია, რომელიც შემდგომ აფხაზეთის რეგიონზე განაწილდა. მსგავსი შეთანხმება ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად", - წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

კომენტარები