ტრანსპორტი

მთავრობა ლოგისტიკის ინდექსში დაწინაურებისთვის მსოფლიო ბანკთან შეხვედრებს მართავს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

მსოფლიო ბანკის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის 2016 წლის ინდექსში საქართველომ 130-ე ადგილი დაიკავა. გასული წლების მანძილზე ინდექსში საქართველო უფრო მოწინავე პოზიციებზე იყო, 2014 წელს ქვეყანა 114-ე ადგილს, 2012 წელს კი 77-ე ადგილს იკავებდა. საქართველოს პოზიციების გაუარესებასთან დაკავშირებით დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მერსი ტემბონთან გამართა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა. ხუციშვილი ამბობს, რომ ინდექსში პოზიციების გაუმჯობესებისთვის ქართული მხარე უკვე მუშაობს.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი ამბობს, რომ ინდექსში საქართველოს 130-ე ადგილი ასახავს იმ გამოკვლევის შედეგებს რაც მსოფლიო ბანკმა საქართველოში ჩაატარა. ტემბონის თქმით, ახლა მთავარაია თუ რას იღონებს ამ რეიტნგში საქართველო პოზიციების გაუმჯობესების მიზნით.

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, რომ ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუარესების მიზეზს სახელმწიფოს მხრიდან ამ ინდექსისთვის ნაკლები ყურადღების დათმობა წარმოადგენდა.

მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საბაჟო სისტემის გამართულობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთაშორისო გადაზიდვების მოცულობას მიხედვით 160 ქვეყანა ფასდება. საქართველოს პოზიციების გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი კი გასული წლების მანძილზე შემცირებულმა სარკინიზგო გადაზიდვებმა გამოიწვია. ლოგისტიკის ინდექსი ასევე აჩვენებს, რომ გასული ოთხი წლის მანძილზე საქართველოს სატრანსპორტო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა.

წელს ინდექსში პირველი ადგილი გერმანიას უჭირავს, რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე წინ, 33-ე ადგილზე თურქეთია. 160 ქვეყანას შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი სირიას აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები