არჩევნები 2016

ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა - პარტიების ნომრების სრული ჩამონათვალი

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

2 სექტემბერს ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა. წილისყრის შედეგად ახალი საარჩევნო ნომერი 26-მა პარტიამ მიიღო, 5 პარტიას კი საარჩევნო ნომერი უკვე ჰქონდა მინიჭებული. წილისყრის სხდომაზე საარჩევნო ნომერი პარტია ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმაც მიიღო, იმისდა მიუხედავად, რომ პარტია არჩევნებზე მონაწილეობას პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკ სახელმწიფო ხალხისთვის შემადგენლობაში იღებს მონაწილეობას. წილისწყრის დროს პარტია ევროპელმა დემოკრატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, თუმცა ცესკომ მათ  13 ნომერი მაინც განუსაზღვრა.

პარტიების საარჩევნო ნომრები ასე გამოიყურება:

  • პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად - 2
  • ჯონდი ბაღათურია ქართული დასი - 4
  • უსუფაშვილი - რესპუბლიკელები - 6
  • თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის – 7
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი - 9
  • ლეიბორისტული პარტია - 10
  • სახალხო ხელისუფლება - 11
  • საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები ივანე წიკლაური - 12
  • ევროპელი დემოკრატები - 13
  • საქართველო მშვიდობისათვის -14
  • მშრომელთა სოციალისტური პარტია - 15
  • საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია – 16
  • საქართველო - 17
  • ქართული იდეა - 18
  • თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო - 19
  • საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია - 20
  • საქართველოს კონსერვატიული მონარქისტული პარტია - 21
  • მერაბ კოსტავას საზოგადოება - 22
  • ჩვენები სახალხო პარტია - 23
  • გიორგი ლაღიძე მომავალი საქართველო - 24
  • მემარცხენე ალიანსი - 25
  • ეროვნული ფორუმი - 26
  • ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები - 27
  • ზვიადის გზა უფლის სახელით - 28
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) - 29
  • ჩვენი საქართველო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი - 30

პარტიები, რომლებსაც საარჩევნო ნომრები უკვე ჰქონდათ:

  • პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის - 1
  • ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა - 3
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 5
  • დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 8
  • ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო - 41

კომენტარები