მკვლელობა ვაკეში

გუშინ ვაკეში დაჭრილი ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურია

Getty Images

გუშინ ვაკეში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილი ზაქარია ჩიბუხაშვილი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა. ექიმის ინფორმაციითვე, ჩიბუხაშვილი დილის 7 საათიდან მოხსნილია აპარატიდან და გამოსულია ტრავმული შოკიდან.

ცნობისთვის, გუშინ ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე, კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე მანქანაში ჩაცხრილეს. მასთან ერთად იმყოფებოდა ზაქარია ჩიბუხაშვილიც, რომელიც დაიჭრა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.    

კომენტარები