ისნის, გლდანის და საბურთალოს რაიონებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

Reuters

თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დროებით შეეზღუდება. თელასის ცნობით, ელექტროენერგია შეუწყდება ისნის, საბურთალოს და გლდანის რამდენიმე ქუჩას. კომპანია მიზეზად, ტრადიციულად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10:00-დან 14:00-მდე - ყვარლის, მესხეთის, ტვიშის და მეველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები