არჩევნები 2016

გავრცელებული ცნობით, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ქართულმა ოცნებამ კანდიდატი შეცვალა

0 კომენტარი

გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ინტერპრესნიუსის ცნობით, ამ ოლქში ქართული ოცნების ახალი კანდიდატი ნინო წილოსანი იქნება.

ტაბულა დაუკავშირდა ქართული ოცნების პრესსამსახურს, სადაც არც ადასტურებენ და არც უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას. მათი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით "ყველაფერი ოფიციალურად იქნება".

ინტერპრესნიუსი წერს, რომ, არაოფიციალური ინფორმაციით, თემურ ჭკუასელი ქართული ოცნების პროპორციულ სიაში იქნება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები