რუსეთი

სანქტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

MoukhametovR

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტში ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ევაკუაცია აეროპორტში დამონტაჟებული ბომბის შესახებ სატელეფონო ზარის შემდეგ გამოცხადდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ბომბის შესახებ ზარი იმ მგზავრისგან შევიდა, ვინც ფრენაზე აგვიანებდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები