არჩევნები 2016

8 სექტემბერს, 21:00-ზე, ქართული ოცნება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს

ხვალ, 8 სექტემბერს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. 

ქართული ოცნების ცნობით, საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს საზოგადოებას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 21:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში", მე-11 პავილიონში გაიმართება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18:00-ზე იწურება პარტიული სიების წარდგენის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. გარდა საარჩევნო პროგრამისა, ჯერჯერობით, არც ქართული ოცნების საარჩევნო სია არ არის ცნობილი.

კომენტარები