იარაღის ჩაბარება

შსს: წალკაში ორმა მოქალაქემ იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა

შსს

წალკის რაიონულ სამმართველოში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

შსს-ს ცნობით, სულ ჩაბარებულია: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, ტყვიამფრქვევის 3 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 15 ვაზნა.

მოქალაქეები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებიან.

კომენტარები