ფსიქოტროპული ნივთიერებები

ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, მოლდოვას მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ვლადიმირ ც., დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სადახლოში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 13,8 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 46 კაფსულა ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები