საშემოსავლო გადასახადი

ტექნო მუსიკის მექად წოდებულ ბერგჰაინს საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი დაუწესდება

Flickr

ბერლინური ტექნო მუსიკის მექად წოდებული ღამის კლუბი ბერგჰაინი გერმანიის მთავრობამ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად მიიჩნია და ამის გამო, საშემოსავლო გადასახადებზე შეღავათი დაუწესა.

Der Spiegel-ის ცნობით, ბერგჰაინმა გერმანულ საგადასახადო ორგანოს ხანგრძლივი სასამართლო დავა მოუგო. ბერგჰაინი ამ დრომდე, გასართობი ღონისძიებებისთვის არსებულ, 19 %-იან საშემოსავლო გადასახადს იხდიდა, ახლა კი, როგორც მაღალი კულტურის ობიექტს, 7 %-იანი საშემოსავლო გადასახადი დაუწესდება.

საგადასახადოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ადგილი, სადაც ადამიანები ცეკვავენ, ერთობიან და ნარკოტიკებს იღებენ, გასართობი ადგილია და არა კულტურული ობიექტი. კლუბის წარმომადგენელების თქმით კი, ანალოგიურად შეიძლება შეფასდეს კლასიკური მუსიკის ფესტივალიც ბაიროითში, რომელიც წლებია იმართება და შეღავათებით სარგებლობს. გერმანიის ფინანსური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბერგჰაინი იმავე საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს, რითაც კლასიკური მუსიკის ფესტივალი წლებია სარგებლობს.

კომენტარები