არჩევნები 2016

"მრეწველებმა" და "ჩვენმა სამშობლომ" ცესკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

მრეწველები და ჩვენი სამშობლო მათ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ სარჩელი უკვე შეიტანეს საქალაქო სასამართლოში. ისინი გაერთიანების აღდგენას მოითხოვენ.

ბლოკის წევრების მტკიცებით, მათ ცესკოში საარჩევნო სია ჩააბარეს და ამის მტკიცებულებებიც აქვთ. ისინი სასამართლოსგან მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას ელიან.

ცესკომ საარჩევნო ბლოკ თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საბოლოო დადგენილება დღეს გამოსცა. უწყების განცხადებით, ბლოკს ცესკოში სია არ წარუდგენია, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

კომენტარები