პაპის ვიზიტი საქართველოში

როგორ დავესწროთ რომის პაპის აღვლენილ წირვას თბილისში?

0 კომენტარი
პაპი ფრანცისკე ფოტო: ტაბულა

პაპი ფრანცისკეს ვიზიტის პროგრამა ოფიციალურად გამოცხადდა. კათოლიკე ეკლესიის კურიაში, პონტიფექსის ვიზიტის გრაფიკი ჟურნალისტებს ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და დიაკონმა ედვარდ გოგილაშვილმა გააცნეს. პრესკონფერენციას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და სოციოლოგი ემზარ ჯგერენაიაც ესწრებოდნენ.

პაპ ფრანცისკეს საქართველოში 30 სექტემბერს, 15:00-ზე ელოდებიან. ამის შემდეგ ის - 15:30-ზე პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდება.

16:00-ზე პრეზიდენტის სასახლეში პონფიფექსი ხელისუფლების, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს.

16:40-ზე დაგეგმილია ილია მეორისა და პაპი ფრანცისკეს შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, სადაც ეკლესიის მეთაურები სიტყვას წარმოთქვამენ.

18:00-ზე პაპი მოინახულებს ასირიულ-ქალდეური წესის საკრებულოს წმ. სიმონ მღებავის სახელობის კათოლიკურ ტაძარში, სადაც ილოცებს.

1 ოქტომბერს პაპი წირვას აღავლენს 10:00-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

15:45-ზე ის მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალში მღვდლებთან და ბერ-მონაზვნებთან შეხვედრას გამართავს.

17:00-ზე კამილიელთა ცენტრის ტერიტორიაზე ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის ბენეფიციარებთან და მუშაკებთან შეხვედრა გაიმართება.

18:15-ზე პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს, სადაც პატრიარქი ილია მეორე და პაპი ერთმანეთს მიესალმებიან.

2 ოქტომბერს

07:55-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამშვიდობების ცერემონია გაიმართება, საიდანაც პაპი ბაქოში გაემგზავრება.

როგორც ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ჟურნალისტებს განუცხადა, პაპის წირვაზე დასწრებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი, რელიგიური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად. თუმცა, ამისთვის, მათ საქართველოს ტერიტორიაზე მდგარ ნებისმიერ კათოლიკურ ტაძარს უნდა მიაკითხონ და უფასო ბილეთები აიღონ. მსურველებს შეუძლიათ კათოლიკე ეკლესიის კურიას დაუკავშირდნენ ნომერზე: 2 99 60 50

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები