არჩევნები 2016

გიორგი რუხაძემ "სახელმწიფო ხალხისათვის" დატოვა

გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის გაერთიანება "სახელმწიფო ხალხისათვის" დატოვა. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. რუხაძეს ეჭვები აქვს ბლოკის ფინანსებთან დაკავშირებით.

"ეს აღარ არის პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ჩემდა სამწუხაროდ, დღეს ეს უკვე არის ძალა, რომელსაც მართავს პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე და რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. დღეს პაატა ბურჭულაძე არის, უბრალოდ, ფასადი. ფასადი იმ გაერთიანებისთვის, რომელიც თუ ბარიერს გადალახავს, პარლამენტში გახდება ქართული ოცნების დამატება. ამის დასტურია ის, რომ რატომღაც სუს-ი აღარ აქტიურობს ჩვენი პარტიული აქტივისტების წინააღმდეგ; ამის დასტურია ის მრავალმილიონიანი დავალიანება, რომლის გასასტუმრებლადაც თანხები გაჩნდა და რომელიც ჯერაც არ არის გასტუმრებული; ამის დასტურია ის საარჩევნო ბიუჯეტი, რომელიც მრავალათეულმილიონიანია. მინდა, პაატა ბურჭულაძეს ჰკითხოთ, როგორ ან ვისი ხელდასმით შეიძლება, ჰქონდეთ გირჩს ან ახალ საქართველოს ეს თანხები", - თქვა რუხაძემ.

კომენტარები