სომხეთი

სომხეთის პრემიერმინისტრად გაზპრომის ერთ-ერთი მენეჯერი კარენ კარაპეტიანი დაინიშნა

AP

სომხეთს ახალ პრემიერმინისტრად კარენ კარაპეტიანი დაინიშნა. კარაპეტიანი წარსულში რუსული კომპანია გაზპრომის ერთ-ერთი წამყვანი მენეჯერი იყო.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კარაპეტიანის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი.

კარენ კარაპეტიანი 2001-2010 წლებში გაზპრომის შვილობილი კომპანიის, გაზპრომ-არმენიას გენერალური დირექტორი იყო, 2010-2011 წლებში ის ერევნის მერის თანამდებობას იკავებდა, 2011 წლის დეკემბერში გაზპრომბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტად დაინიშნა, 2015 წელს კი გაზპრომ ენერგოჰოლდინგის საერთაშორისო პროექტების გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა თანამდებობა 5 დღის წინ დატოვა. მისი თქმით, გადადგომით მას სურდა, სომხეთის პრეზიდენტს ახალი მთავრობის ჩამოაყალიბების საშუალება მისცემოდა.

კომენტარები