სარკინიგზო ავარია

პაკისტანში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა

Reuters

პაკისტანში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა. შეჯახება ქალაქ მულთანიდან 25 კილომეტრის დაშორებით, პაკისტანის ცენტრალურ ნაწილში, ადგილობრივი დროით 02:30 საათზე მოხდა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, შეჯახება Awam Express-ის სამგზავრო მატარებელსა და სატვირთო მატარებელს შორის მოხდა. სატვირთო მატარებელი გაჩერებული იყო, რადგან გადაუარა ადამიანს, რომელმაც სარკინიგზო გზის გადაკვეთა სცადა. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავარია სამგზავრო მატარებლის მძღოლის ბრალია, რომელმაც სატვირთო მატარებლის შეჩერების შემდეგ გაშვებულ გამაფრთხილებელ წითელ სიგნალს ყურადღება არ მიაქცია.

სარკინიგზო ავარიები პაკისტანში საკმაოდ ხშირი მოვლენაა, ამის მიზეზად კი, მოძველებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ამ სფეროში არსებული კორუფცია, არასწორი მენეჯმენტი და ინვისტიციების ნაკლებობა სახელდება.

კომენტარები