თეთრი ხმაურის მოძრაობა

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციის ერთ-ერთმა წევრმა თვითდაზიანებები მიიყენა

მთავრობის ადმინისტრაციასთან, მოძრაობა თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციის ერთ-ერთმა წევრმა ბესო ხუციშვილმა მუცელში თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ხუციშვილის თქმით, მასზე პოლიცია წლების განმავლობაში ახდენდა ზეწოლას და რამდენიმე თვის წინ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ის ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზებით აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები სახელმწიფოს არასწორ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. მათი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკას შეეწირა სამტრედიაში დემურ სტურუა.

აღსანიშნავია, რომ ბესო ხუციშვილმა მოძრაობა თეთრ ხმაურს რამდენიმე თვის წინ მიმართა. მოძრაობის ცნობით, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ლაშა ბახუტაშვილის თანამონაწილეობა მისი ოჯახის ახლობელს, ბესო ხუციშვილს აიძულა. მოძრაობამ გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც ბესო ხუციშვილი ღიად მიუთითებს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების უკანონო ქმედებებზე. მისი მტკიცებით, სამართალდამცავები შანტაჟის გზით აიძულებდნენ ბრალდებულისთვის ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემას.

კომენტარები