ლევილის მამული

დუმბაძე: ლევილის მამულის გადმოსაცემად დასკვნითი აქტი 23 სექტემბერს გაფორმდება

გელა დუმბაძე
დიასპორის სამინისტრო

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოსაცემად დასკვნითი აქტი 2016 წლის 23 სექტემბერს, ლევილის მამულში გაფორმდება. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ისაუბრა. 

ლევილის მამულის გადმოცემის შემდეგ საქართველოს საკუთრებაში პარიზიდან 37 კილომეტრში, 5 ჰექტრამდე მიწა და შატო იქნება. გელა დუმბაძის თქმით, გადმოცემის შემდეგ საქართველოს ამ პროცესისთვის 10 წლის განმავლობაში 5 600 000 ევრო აქვს გამოყოფილი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თანხა გაიზრდება

კომენტარები