უკანონო მოსმენები

ნიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება

0 კომენტარი
ნიკა გვარამია ფოტო: რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე უკვე 2 საათზე მეტია იმყოფება. დაკითხვაზე შესვლამდე მას კომენტარი არ გაუკეთებია.

დღესვე, 3 საათის განმავლობაში დაკითხვაზე ლოკ "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძეც იმყოფებოდა. როგორც ბურჭულაძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამომძიებლებს ნიკა გვარამიასთან სატელეფონო საუბრის შესახებ იმაზე მეტი ინფორმაცია ვერ მიაწოდა, რაზეც ტელევიზიის საშუალებით ამ დრომდე ისაუბრა. 

ეგახსენებთ, რომ ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი 14 სექტემბერს გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა. საუბრის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც არ დასჭირდა. სუს-ი კი ბრალდებას უარყოფს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები